fbpx
excavator photo in mountines

5 რამ რაც უნდა გავითვალისწინოთ სამშენებლო ტექნიკის შეძენისას

საქართველოში დღითიდღე იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა, რაც კარგი მიზეზია სამშენებლო ბიზნესში შესასვლელად. ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტს სჭირდება შესაბამისი სპეც. ტექნიკა, მიუხედავად პროეტის სიდიდისა.

სპეც. ტექნიკის შეძენა არც თუ ისე პატარა რესურსებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად ეს ყოველივე მოითხოვს დიდ ყურადღებასა და დაკვირვებას.

ამ პოსტში ვეცდებით მკაფიოდ დაგანახოთ ის პუნქტები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მძიმე ტექნიკის შეძენამდე, რათა არ მოხდეს რესურსების ფუჭად გამოყენება და არ იზარალოთ არც თქვენ და არც თქვენმა პროექტმა.

ხარისხი

რასაკვირველია, პირველი რაც ტექნიკის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ არის მისი ხარისხი. ახალი ტექნიკის შეძენისას ხარისხს განაპირობებს მწარმოებელი და კონკრეტული მოდელი, ხოლო მეორადის შემთხვევაში ამ ყველაფერთან ერთად მისი წლოვანება, ნამუშევარი საათების რაოდენობა და მოვლის პირობები.
ტექნიკას ხშირ შემთხვევაში მკაცრ და ექსტრემალურ ლოკაციებზე უწევს მუშაობა, სადაც უსწორმასწორო, ტალახიანი, ქვიანი და ქვიშიანი საფარია. შესაბამისად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტექნიკა კარგად იყოს გამართული ზემოთ აღნიშნული სიტუაციებისათვის. ამის გარდა შესაძლოა მოუწიოს ყინვაში, თოვლში, სეტყვაში, წვიმაში და ქარში მუშაობა რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის ექსპლუატაციიდან გამოსვლის რისკს.

სამწუხაროდ კომპანიები და ფიზიკური პირები ხშირად თანხას ზოგავენ ხარისხის ხარჯზე რაც ყოვლად გაუამრთლებელია. პირველ რიგში ეს ოპერატორს რისკის ქვეშ აყენებს. ამის გარდა გაფუჭებული სპეც. ტექნიკის შეკეთება იმაზე ბევრად ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე თანხა რომელიც შესყიდვისას დაზოგეთ.

ტექნოლოგიები

გაითვალისწინეთ, რომ სამყაროში ტექნოლოგიები ვითარდება, ყოველდღიურად ახალ-ახალი ოფციებით გამოდის სამშენებლო ტექნიკები რაც ზრდის კონკურენციას. მძიმე ტექნიკაში დამატებული ახალი ფუნქციები გვეხმარება კონკრეტული სამუშაოების უფრო მოკლე დროში შესრულებაში, ასევე იმაზე მეტი საქმის დასრულებაში ვიდრე ამას ჩვენი კონკურენტები შეძლებდნენ იგივე დროის მონაკვეთში.

თუ სამშენებლო ტექნიკის შეძენა გასაქირავებლად გსურთ ეს პუნქტი კიდევ უფრო მეტად უნდა გაითვალისწინოთ, რათა მოახდინოთ დამკვეთების უკეთ მოძებნა. კონკურენტებისგან სწორედ ის ტექნოლოგიები გამოგარჩევთ რაც თქვენს ერთეულს გააჩნია. დამკვეთი კი კმაყოფილი იქნება, რადგან მის პროექტს გაწერილ ვადაზე მალე დაასრულებთ. ამასთან ერთად შეძლებთ ერთი ტექნიკით სხვადასხვა სამუშაოების შესრულებას, რაც დამკვეთისთვის ყველაზე დიდი პლიუსია.

საწვავის ეფექტურობა

განვმეორდები და შეგახსენებთ, რომ სამშენებლო ტექნიკა იაფი არ ღირს, ამის გარდა ის არა მარტო შესყიდვის მომენტშია ძვირი, არამედ მისი შენახვაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სამშენებლო ბიზნესში ხარჯების დიდი წილი სწორედ საწვავზე მოდის, შესაბამისად თუ თქვენი შეძენილი მძიმე ტექნიკა საწვავის ეკონომიით გამოირჩევა, გრძელვადიან პერიოდში საკმაოდ დიდ ფულად რესურს დაზოგავთ.

დილერი

დარწმუნდით, რომ სპეც. ტექნიკას სანდო დილერისგან ყიდულობთ. გადაამოწმებთ ფასები ბაზარზე, გამოკითხეთ მათ ყველაფერი. კარგი გამყიდველი ის არის ვინც ყველა თქვენს შეკითხვას გასცემს პასუხს, ხოლო რაზეც პასუხი არ ექნება გულწრფელად გეტყვით რომ არ აქვს და დაიწყებს მასზე ინფორმაციის მოძიებას. ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი შეძენამდე, საგარანტიო ხელშეკრულებაა. თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ რას ყიდულობთ და რაზეა დილერი პასუხისმგებელი.

ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება გარანტიაა, რომელსაც მომხარებელთან ვდებთ და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ სპეც. ტექნიკის: ძრავზე, ხიდზე, გადაცემათა კოლოფზე და ნასოსზე. რაც კონკურენტებს შორის გამოგვარჩევს და საკმაოდ მყარ პოზიციას გვინარჩუნებს უკვე 7 წელზე მეტია.

სწორი გამოყენება

მძიმე ტექნიკასთან მუშაობისას ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორი მოხმარებაა. ნებისმიერი არასწორი მოძრაობის, მანევრის, შეუფერებელი საქმის კეთების დროს შეიძლება ტექნიკა დაზიანდეს რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან ძვირი გვიჯდება. სწორედ ამიტომ, კარგი ოპერატორი ყოველთვის მაღალ შემოსავლიანად ითვლება და დამსაქმებელს ყოველთვის უღირს ოდნავ მეტი გადაუხადოს ოპერატორს, ვიდრე დაზოგოს თანხა და ბოლოს გაფუჭებული ნაწილები შერჩეს ხელში.

ასევე უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რა საქმის საკეთებლად ვიძენთ ტექნიკას, რათა სწორად განვსაზღვროთ ერთეულის შესაძლებლობები და არ გადავაჭარბოთ მის რესურსებს.

და ბოლოს – შესაძენად შერჩეული მძიმე ტექნიკა თქვენი ყველაზე დიდი აქტივია ამიტომ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მასში გონივრულად ჩადებთ ინვესტიციას თქვენი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამ ყველაფერში კი ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ. ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად თქვენზე მორგებული პირობები შემოგთავაზოთ და დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

გააზიარე პოსტი

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on print
Share on email