ექსკავატორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართო გამოყენების სპეც. ტექნიკაა სამშენებლო და საგზაო ინდუსტრიაში. მისი ძირითადი დანიშნულება მიწის ამოღება-ამოთხრაა თუმცა, გარდა ამისა ის ასევე გამოიყენება სხვადასხვა მიზნისთვის, როგორიცაა მაგალითად: მძიმე ინვენტარის და სამშენებლო მასალების აწევა/გადაწევა, სხვადასხვა მცირე ნაგებობების/მასალების დანგრევა, მდინარის კალაპოტების გათხრა, და სხვა მრავალი რამ.
ექსკავატორებს აქვს გრძელი "მკლავი" და "კოვში". მის მთლიან კაბინას შეუძლია 360 გრადუსით დატრიალება, რაც ოპერატორს უმარტივებს მუშაობას. ექსკავატორები გვხვდება როგორც ბორბლებიანი, ისე მუხლუხოიანი წამყვანი სისტემით.