ვინ ვართ ჩვენ? – სპეც. ტექნიკისა და დაზგა-დანადგარების ყველაზე მსხვილი, სანდო და გამოცდილი იმპორტიორი საქართველოში.
ეს სტატუსი ჰაერიდან ნამდვილად არ მოსულა, ამისათვის ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი იშრომა. ჩვენ უკვე 7 წელზე მეტია რაც ბაზარზე ვართ და მუდამ ჩვენი გამოცდილი და მაღალკვალიფიცური თანამშრომლებით გამოვირჩეოდით რაც დღემდე გრძლედება.
მომხარებელთან მუდმივი კომუნიკაცია და მაქსიმალური გამჭვირვალობა პროცესებში ყველაზე მეტად გამოგვარჩევს კონკურენტებისგან, რაც ნათლად დაგანახებთ ჩვენს ხარისხს.
ჩვენზე მეტის გასაგებად ქვევით “ჩასქროლეთ” – ციფრები და პარტნიორები თავად გეტყვიან ყველაფერს.
გარანტია ვრცელდება კონკრეტული სპეც. ტექნიკის ძირითად აგრეგატებზე, რაც ძირითად შემთხვევებში მოიაზრებს: ძრავს, გადაცემათა კოლოფს, ჰიდრავლიკურ ტუმბოს (ნასოსს) და ხიდს.
გარანტია ძალაშია მანამ, სანამ თავად ჩაიბარებთ კონკრეტულ შეკვეთას.
LIVE შემოწმება გულისხმობს უშუალოდ შესაძენად შერჩეული სპეც. ტექნიკის ერთეულთან ჩვენი წარმომადგენლის მისვლას (ნებისმიერ ქვეყანაში) და სპეც. ტექნიკის ვიდეო კამერით (Viber ან Whatsapp -ის საშუალებით) დათვალიერებას, რასაც ასევე ესწრებით თქვენც.
ჩვენთან სპეც. ტექნიკის შერჩევა ყველაზე მარტივია.
გამოცდილი გაყიდვების მენეჯერები თქვენი მოთხოვნების შესაბამისად მოიძიებენ სხვა და სხვა შესაძლო ვარიანტებს მსოფლიოს ყველა წერტილში, რის შემდეგაც თქვენთან ერთად მოახდენენ უკეთესი ვარიანტების გაფილტვრას.
ამის შემდგომ ისინი მოიძიებენ კონკრეტული ტექნიკის გამყიდველ ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს და დაუკავშირდებიან.
ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მობილიზებულია შეკვეთის შესრულების სისწრაფეზე, სწორედ ამიტომ ჩვენი საშუალო დრო შეკვეთის შესასრულებლად არის 7 -დან 22 დღემდე.
(თუმცა გამონაკლის შემთხვევებში გასათვალისწინებელია ბუნებრივი შემაფერხებლები “შტორმი და ა,შ” ან საერთაშორისო დასვენების დღეები “ახალი-წელი, აღდგომა და ა.შ”.)
ანგარიშსწორებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ რამოდენიმე მეთოდი: