fbpx
3 მოთხოვნადი სპეც-ტექნიკა სამშენებლო/საგზაო ინდუსტრიებში
3 მოთხოვნადი სპეც-ტექნიკა სამშენებლო/საგზაო ინდუსტრიებში

3 მოთხოვნადი სპეც-ტექნიკა სამშენებლო/საგზაო ინდუსტრიებში

ამ პოსტში წარმოგიდგენთ ტოპ 3 ყველაზე ხშირად გამოყენებად სპეც. ტექნიკას სამშენებლო და საგზაო ინდუსტრიებში.

volvo excavator EC210D working

ექსკავატორი

ექსკავატორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართო გამოყენების სპეც. ტექნიკაა სამშენებლო და საგზაო ინდუსტრიაში. მისი ძირითადი დანიშნულება მიწის ამოღება-ამოთხრაა თუმცა, გარდა ამისა ის ასევე გამოიყენება სხვადასხვა მიზნისთვის, როგორიცაა მაგალითად: მძიმე ინვენტარის და სამშენებლო მასალების აწევა/გადაწევა, სხვადასხვა მცირე ნაგებობების/მასალების დანგრევა, მდინარის კალაპოტების გათხრა, და სხვა მრავალი რამ.
ექსკავატორებს აქვს გრძელი “მკლავი” და “კოვში”. მის მთლიან კაბინას შეუძლია 360 გრადუსით დატრიალება, რაც ოპერატორს უმარტივებს მუშაობას. ექსკავატორები გვხვდება როგორც ბორბლებიანი, ისე მუხლუხოიანი წამყვანი სისტემით.

jcb product on the field

ექსკავატორ-დამტვირთველი

ექსკავატორ-დამტვირთველი ასევე ერთ-ერთი ყველაზე ფართო გამოყენების სპეც. ტექნიკაა. მის გარეშე სამშენებლო და საგზაო ინდუსტრიაში პროექტების წარმოება თითქმის შეუძლებელია, მას აქვს როგორც მთხრელის ფუნქცია, ისე დამტვირთველის, რაც მას შეუცვლელს ხდის.
ექსკავატორ-დამტვირთველით თავისუფლად შეგიძლიათ ამოიღოთ შენობის აშანებლად კატლავანი, ან საგზაო ინდუსტრიაში გამოიყენოთ ნიადაგის გადასასწორებლად. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეც. ტექნიკაა ჩვენს კომპანიაში, რომელსაც კლიენტები იძენენ.

2577639

ბულდოზერი

ბულდოზერი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეც. ტექნიკაა, მას უზარმაზარი რაოდენობის მიწის და მძიმე მასალების “გათრევა” შეუძლია. ის გამოიყენება მიწის ზედაპირის მოსასწორებლად. ბულდოზერს თავისუფლად შეუძლია არასწორი ზედაპირის ერთ სისწორეზე დასმა, ან პირიქით, ნიადაგის ამაღლება კონკრეტულ წერტილში. მას წინა მხარეს მოთავსებული აქვს მძიმე რკინის ფირფიტა, რომელიც ასევე არის მოძრავი (ჰიდრავლიკურად), ნიადაგის გადასწორებაში უწყობს ხელს.

“მოცემული სპეც. ტექნიკების იმპორტით ან ადგილზე შეძენა ჩვენი კომპანიის დახმარებითაც შეგიძლიათ – დაგვიკავშირდით.”

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

fourteen − four =

კატეგორიები
banner
“Euroimport” ლიდერი კომპანიაა: საგზაო, სამშენებლო, სპეც-ტექნიკისა და დაზგა-დანადგარების იმპორტში. ჩვენ დაგეხმარებით სასურველი სპეც. ტექნიკის შერჩევა, შეძენასა და ტრანსპორტირებაში.
საავტორო უფლებები © 2024. ყველა უფლება დაცულია.
ka_GEGE